შაბათი 20, აპრილი 2019

ამობრუნებული ნაავარიები ავტომობილები ქუჩებში შსს დაამონტაჟა

16, აპრილი 2019 12:43:00

დღეს ცდნობილი გახდა, რომ საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ბათუმსა და თბილისშიც, ნაავარიები ამობრუნებული ავტომობილები ცენტრალურ გზებთან შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამონტაჟა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება.

უწყებამ მიიჩნია, რომ ამ ფორმით მიიქცევდა საზოგადოების ყურადღებას და დაზიანებული მანქანების ინსტალაციები დაეხმარებოდა მოქალაქეებს გაეაზრებინათ საფრთხეები, რომელიც მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევის შემთვევაში შეიძლება დადგეს. 

 

"სწორედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა, გამოჩნდა ბანერები და დამზადდა შესაბამისი ვიდეო-რგოლები. ასევე, შეიქმნა ვებ-გვერდი formore.life და ფეისბუქ-გვერდი, სადაც კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სიახლე განთავსდება. სოციალური კამპანიის მიზანია, რომ თითოეული მოქალაქე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას" - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ფოტო: ანა ახალაძე 

 

4951

დღის ამბები