შაბათი 20, აპრილი 2019

ბუხრის საკვამურში ცეცხლი გაჩნდა

16, აპრილი 2019 12:09:00

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ბუხრის საკვამურში ცეცხლი გაჩნდა. მოქალაქეებმა 112 დარეკეს და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს. 

მაშველებმა საცხოვრებელ სახლში, ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

შემთხვევის ადგილზე ქობულეთის მერიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. 


დღის ამბები