შაბათი 20, აპრილი 2019

ჩაქვში ავარიას 11 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

15, აპრილი 2019 19:17:00

ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა. 

ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. 

ცხედარი, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია, უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.


დღის ამბები