შაბათი 20, აპრილი 2019

პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესზე მსჯელობს 

15, აპრილი 2019 18:00:00

 იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც პარლამენტარებთან ერთად დღეს მესამე სექტორის წარმომადგენლებიც  დაესწრნენ,  „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მოსმენის  2 კვირით გადადება მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მოითხოვეს.  მთავარი მიზეზი დოკუმენტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვაა.  ცნობილია, რომ ვენეციის კომისია დასკვნას ხვალ გაასაჯაროვებს.

რეკომენდაციების მიღებამდე განხილვის გადავადებას ითხოვს ოპოზიციაც, დღეს პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს გედევან ფოფხაძემ და ეკა ბესელიამ.  მმართველ გუნდში კი საპირისპირო პოზიცია აქვთ,  აქ ამბობენ, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების სიმცირეა და პროცესის გადავადება სასამართლოს და საზოგადოებას დააზარალებს. 


დღის ამბები