შაბათი 20, აპრილი 2019

ნეშტების დაკრძალვის თარიღი გარკვეული ვადით გადაიდო - ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

15, აპრილი 2019 18:10:00

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა დაკრძალვის თარიღი გადაიდო.

''მოსამზადებელი სამუშაოების გამო დაკრძალვის თარიღი გარკვეული ვადით გადაიდო, რადგანაც იქმნება სამთავრობო კომისია, ასევე მოწვეულია სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ჯგუფი, რომელიც შექმნის დნმ-ისათვის საჭირო ბაზას და სამომავლოდ შთამომავლებს შესაძლებლობა ექნება დნმ-ის ანალიზის საშუალებით წინაპართა იდენტიფიცირების. დაკრძალვის ადგილსა და თარიღს წინასწარ გაცნობებთ'' - წერია განცხადებაში. 

სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი, 150-მდე ადამიანის ნეშტის პოვნის შესახებ ინფორმაცია, 5 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გავრცელა.  ეპარქიაში განმარტავენ, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები 2016 წლის მაისში დაიწყო და ინფორმაცია იყო საჯარო.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ნეშტების დაკრძალვას 21 აპრილს აპირებდა. 

547

დღის ამბები