შაბათი 20, აპრილი 2019

სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში

15, აპრილი 2019 12:00:00

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის თანხის ათვისება დაიწყო ქედის მუნიციპალიტეტში. ტენდერები გამოცხადდა ბეტონის შესყიდვისა და გარეგანათების მოწყობაზე.   გარეგანათების მოწყობას 21 სოფელში ითხოვენ, რისთვისაც 240 ათასი ლარია გამოყოფილი. 19 სოფლის მცხოვრებლებმა კი შიდა გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა აირჩიეს, მისი ღირებულება 220 ათასი ლარია. ტენდერების გამოცხადება დაიწყო საპროექტო სამუშაოებისთვის, რომელიც მოსაცდელის, წისქვილისა და სოფლის სახლის რეაბილიტაცია-მშენებლობას გულისხმობს. პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტისთვის  750  ათასი ლარია გათვალისწინებული.


დღის ამბები