შაბათი 20, აპრილი 2019

საქართველო უკვე ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემის წევრია

26, მარტი 2019 12:00:00

საქართველო  უკვე  ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემის წევრია.  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს საზღვაო  სექტორმა    ერთწლიანი მონიტორინგი გაიარა და წარმატებით გადალახა გაწევრიანების ყველა ეტაპი.  საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის პირველი არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ამ სისტემის ნაწილი გახდა. 

სისტემაში ჩართვით საქართველოს გაუჩნდება შესაძლებლობა ყოველ 6 საათში ავტომატურ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მისი დროშის ქვეშ მცურავი გემების შესახებ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან; ასევე, მოთხოვნის შესაბამისად მიიღოს ინფორმაცია ევროკავშირის წყლებში მცურავ ნებისმიერ გემზე, რომელიც გაივლის ჩვენი საზღვრებიდან 1000 საზღვაო მილის ფარგლებში.

286

დღის ამბები