შაბათი 20, აპრილი 2019

გარდაცვლილი  29 წლის გოგოს ახლობლებმა საავადმყოფოსთან  გზა  გადაკეტეს

23, მარტი 2019 22:00:00

ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს. ისინი რეფერალური საავადმყოფოს იმ ექიმების დასჯას ითხოვენ, რომლებიც ახალგაზრდა ქალს მკურნალობდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, რომ აღნიშნული ფაქტი დროულად გახსნან.

ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს კიდევ ერთი მდუმარე აქცია გამართეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ 29 წლის მელანო ფუტკარაძეს ხვალ დაკრძალვამდე რეფერალური საავადმყოფოს ეზოსთან დაასვენებენ.

 


დღის ამბები