შაბათი 20, აპრილი 2019

„2 წელი და 5 თვეა  ვცდილობთ  საქმის უმტკივნეულოდ დასრულებას“-აღსრულების  ბიურო 

23, მარტი 2019 21:10:00

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით: კერძო საბავშვო ბაღი, რომელიც ავარიულ შენობაში იყო განთავსებული, ბათუმის მერიის მოთხოვნით, უნდა დაცლილიყო. საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2016 წლის ნოემბერში შემოვიდა. 2 წელი და 5 თვეა, ბიურო ცდილობს საქმის უმტკივნეულოდ და მხარეთა ინტერესების დაცვით დასრულებას. სწორედ ამისთვის მიეცა ბაღს დრო, რომ მოეძებნა ალტერნატიული ფართი. თუმცა სამწუხაროდ მათ ეს არ გააკეთეს წლების განმავლობაში.

დღეს, სპეციალურად უქმე დღეს, რათა პროცესი არ მომხდარიყო ბავშვების თვალწინ, ბიურომ შეასრულა ბათუმის მერიის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რადგან სხვა ალტერნატიულ არც ერთ წინადადებაზე კერძო ბაღის ადმინისტრაცია არ წამოვიდა.

446

დღის ამბები