შაბათი 20, აპრილი 2019

თორნიკე მამალაძე-დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამძიმდა

23, მარტი 2019 21:20:00

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ დამძიმდა.  როგორც მისი ძმა აცხადებს, 3 დღეა სასულიერო პირს არც უძინია და არც საკვები მიუღია, აქვს ხან მაღალი ტემპერატურა ხანაც დაბალი და საჭიროებს სამოქალაქო საავადმყოფოში გამოკვლევების ჩატარებას.

თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფო მისი ძმის მდგომარეობისთვის რელევანტური არ არის და იმის გამო, რომ უფრო არ დამძიმდეს მდგომარეობა, აუცილებელია დეკანოზი სასწრაფოდ გადაიყვანონ კლინიკაში. დღეს დეკანოზი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს 

582

დღის ამბები