შაბათი 20, აპრილი 2019

ჯიხანჯურის სკოლა რეაბილიტაციიდან 10 წლის შემდეგ

21, მარტი 2019 21:06:00

არ არის გამორიცხული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოაწყონ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში, საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზა - ამის შესახებ გადაწყვეტილება აქაც ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს.  

გზის და გარე მოედნის გარდა, სკოლაში პრობლემაა სახურავი, შენობაში წყალი ჩადის, დაზიანებულია კედლები და იატაკი. 10 წლის წინ რეაბილიტირებული შენობის ხელახალი რეაბილიტაცია, შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს. ამის შესახებ აჭარის განათლების მინისტრი აცხადებს.

ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ პროექტს ბიუჯეტის კორექტირებისას შეისყიდიან. მინისტრი, წინა ხელისუფლების დროს, ანუ 2008 წელს ჩატარებული რეაბილიტაციის შესაძლო ხარვეზებზე მიუთითებს. 


დღის ამბები