შაბათი 20, აპრილი 2019

საკანალიზაციო ნარჩენებით დატბორილი სოფელი

21, მარტი 2019 21:09:00

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგებას ითხოვენ. ამბობენ, რომ 80-იან წლებში მოწყობილი სისტემა დატვირთვას ვეღარ უძლებს, რის გამოც ანტისანიტარია იქმნება საკარმიდამო ნაკვეთებში. ამასთან კანალიზაცია მდინარეში ჩაედინება. სოფელში, ზაფხულის ცხელ დღეებში ეპიდემიის შიში აქვთ.

ხულოს  მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემა „აჭარის წყლის ალიანსმა“ უნდა მოაგვაროს, რომელიც პრაქტიკულ სამუშაოებს სავარაუდოდ 2021 წლამდე ვერ დაიწყებს. 


დღის ამბები