შაბათი 20, აპრილი 2019

ქედაში მინერალური სასუქების ყიდვას ვერ ახერხებენ

21, მარტი 2019 21:14:00

მინერალური სასუქების მაღალ ფასსა და უხარისხობაზე ამახვილებენ ყურადღებას სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული ფერმერები. ამბობენ, რომ მიწის სათანადოდ განოყიერების გარეშე, მოსავლის დათესვას აზრი არ აქვს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ ეტაპზე მოქალაქეებს ერთი სახეობის სასუქის შესყიდვაში სთავაზობს თანადაფინანსებას. სამინისტროში ისევ ამბობენ, რომ მთავარი მიმართულება წელს სწავლება იქნება.

იქნება თუ არა საკმარისი სწავლება, თუ ფერმერი  ვერც ნასწავლის მიხედვით შეძლებს სათანადო და საკმარისი რაოდენობის სასუქის შეძენას?


დღის ამბები