შაბათი 20, აპრილი 2019

არის თუ არა ნეპოტიზმი სამთავრობო სტრუქტურებში?

21, მარტი 2019 18:12:00

წლების და თვეების წინ დანიშნული ახლობლები, ნახსენები ცოლები, ნათესავები და ბრალდებები - „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის ხელისუფლების თითქმის ყველა რგოლის თანამდებობის პირს ნეპოტიზმში ადანაშაულებს  - მათ შორისაა ბათუმის საკრებულო, ქობულეთის მერია, აჭარის მთავრობა და უმაღლესი საბჭო.

ყურადღება მიიქცია ერთმა ფაქტმა - აჭარის  მთავრობის თავმჯდომარის მამა დავით რიჟვაძე სისტემაში დაბრუნდა და იანვრიდან აჭარის დეპარტამენტის ერთ-ერთ სამმართველოში, მოადგილის პოზიცია უჭირავს.

ცნობისთვის იგი თორნიკე რიჟვაძის დანიშვნამდეც მუშაობდა პოლიციის სისტემაში, შვილის მაღალ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ კი თანამდებობას საკუთარი სურვილით ჩამოშორდა.  

ამ დაბრუნების გარდა, ოპოზიცია სხვა თანამდებობის პირების ახლო ნათესავების დასაქმებაზე საუბრობს, მმართველ გუნდში კი ერთხმად უსვამენ ხაზს ახლობლების პროფესიონალიზმს.
 

დეპუტატი გიორგი რომანაძე კი საკუთარ ბიუროში მისი სიძის დასაქმებას ნეპოტიზმად არ აღიქვამს. შსს-ში დაბრუნებული დავით რიჟვაძის თაობაზე კი ამბობენ, რომ ეს ისედაც სცილდება თორნიკე რიჟვაძის კომპეტენციას. 


დღის ამბები