ოთხშაბათი 24, აპრილი 2019

სასამართლო პროცესზე ექსპერტი დაიკითხა  

19, მარტი 2019 18:00:00

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების: მინდია ლავასოღლის, ივანე გეგიაძის, შოთა კეკელიძისა და ზაალ ახვლედიანის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა. დღევანდელ პროცესზე დისტანციური წესით დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც სასამართლოს მთავარი მტკიცებულების , სატელეფონო ჩანაწერების შესახებ ჩვენება მისცა. მოსამართლე ლევან გელოვანმა ექსპერტ ეთერ კუნელაშვილის დისტანციური წესით დაკითხვის შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის განმარტებით, ექსპერტი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე სასამართლო დარბაზში გამოცხადებას ვერ შეძლებდა.

დაცვის მხარის ადვოკატებმა მოსამართლეს მიმართეს შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა. მოგვიანებით შუამდგომლობის დაკმაყოფილებას პრეტენზიები მოყვა. ბრალდებულმა შოთა კეკელიძემ კი სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა, პროტესტის ნიშნად პროცესი ცოტა ხნით დატოვა და თქვა რომ აქვს ეჭვები რომ ექსპერტს დაკითხვის დროს პასუხების გაცემაში სხვა პირები დაეხმარებოდნენ. ადვოკატებს კითხვები უჩნდებათ ექსპერტის დაკითხვის ფორმატთან დაკავშირებით და აცხადებდნენ რომ ექსპერტი უნდა დაკითხულიყო დარბაზში.

დაცვის მხარე პერიოდულად ითხოვდა კამერით იმ ოთახის დათვალიერებას, სადაც ექსპერტი იყო. დაცვის მხარე ასევე აცხადებს, რომ ექსპერტი ფიზიკურად ვერ შეძლებდა ჩანაწერების შესწავლას 3 დღეში მათი მოცულობიდან გამომდინარე და მიაჩნიათ, რომ ის გაყალბებულია. მოსამართლემ მათი არგუმენტები უსაფუძვლოდ მიიჩნია.  ექსპერტმა შეისწავლა სატელეფონო ჩანაწერები, რომელშიც გამოძიების მტკიცებით ისმის ბრალდებულების საუბარი. ექსპერტი სასამართლოზე აცხადებდა რომ 12 წლიანი გამოცდილება აქვს ფონედოსკოპიურ ექსპერტიზაში. მან ასევე თქვა, რომ ჩანაწერებში პირების იდენტიფიცირება სპეციალური პროგრამებით მოხდა. 


დღის ამბები