შაბათი 20, აპრილი 2019

ქედქედის მოსახლეობა ჰესის წინააღმდეგ

19, მარტი 2019 18:07:00

მაჭახლის ხეობაში სოფელ ქედქედში აქცია გაიმართა, ადგილობრივები ქედქედის წყალზე მცირე ჰიდროელექტროსადგურის შესაძლო მშენებლობას აპროტესტებენ, ჰესის მშენებლობით დაინტერესებულია კომპანია ბიჯიტრეიდი, დღეს ამ კომპანიის წარმომადგენელი სოფელში სპეციალისტებთან ერთად იმყოფებოდა ტოპოგრაფიული სამუშაოების დასაწყებად, მოსახლეობამ ფაქტის შესახებ შემთხვევით გაიგო და კომპანიის წარმომადგენელს, სამუშაოების განხორციელების საშუალება არ მისცეს, ისინი მოითხოვდნენ, რომ მას უარი ეთქვა, მცირე ჰესის მშენებლობაზე, კომპანიის წარმომადგენელი ლევან ბაკურიძე აცხადებს, რომ მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად ტოპოგრაფიულ სამუშაოებს შეაჩერებს, თუმცა საბოლოოდ ჰესის მშენებლობაზე უარს მხოლოდ მთავრობის უარის შემთხვევაში იტყვის, ამბობს, რომ მას ნებართვა ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსგან მხოლოდ წინასწარ კვლევებზე აქვს მიღებული, ხელვაჩაურის მერის განცხადებით ჰესის მშენებლობა, მოსახლეობის ინტერესების გათვალლისწინებით გადაწყდება.


დღის ამბები