ოთხშაბათი 24, აპრილი 2019

ქობულეთში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

19, მარტი 2019 17:47:00

ქობულეთში, სოფელ გელაურში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. 

ობიექტზე დასაქმებულები დეტალებზე არ საუბრობენ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბენზინგასამართი სადგურიდან თანხა წაიღეს. 

სოფელ გელაურის მცხოვრებლები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვებიან, რომ ღამით ხმაური ისმოდა, დილით კი გაიგეს, რომ ობიექტი გაძარცვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 179-ე  ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ. 

 

ლოლა ტომასიანი


დღის ამბები