კვირა 24, მარტი 2019

''კლანი უნდა წავიდეს'' - პროტესტი პარლამენტში

15, მარტი 2019 21:09:00

სამი კანონპროექტი და ხმაურიანი განხილვა პარლამენტში  - ოთარ კახიძის, ეკა ბესელიას და ირაკლი კობახიძის კანონპროექტები უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებს ეხება.

სამი განსხვავებული პროექტიდან არცერთი მოსწონს სამოქალაქო საზოგადოებას. „კლანი უნდა წავიდეს“ - მაისურებზე დატანილი ასეთი წარწერებით მივიდნენ დღევანდელ სხდომაზე სამოქალაქო საზოგადოების წევრები.  

ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს და არცერთ წარმოდგენილ პროექტს არ ექნება შედეგი, თუ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი სასამართლო სისტემას არ დატოვებს.  მესამე სექტორი კანონპროექტების ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნას ითხოვს.


დღის ამბები