კვირა 24, მარტი 2019

აფხაზეთში დაღუპულთა ნეშტები სამების ტაძარში გადმოასვენეს

15, მარტი 2019 20:10:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის იდენტიფიცირება მოხერხდა. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს ინფორმაციას.  

მათივე ცნობით იდენტიფიცირებულთა შორის შვიდი მებრძოლი, ერთი მოხალისე და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა. 11 ცხედარი დღეს გადაასვენეს სამების საკათედრო ტაძარში, ერთი იდენტიფიცირებული პირის ოჯახის გადაწყვეტილებით კი ცხედარს  ჩოხატაურში, ოჯახების საგვარეულო საფლავზე გადაასვენებენ.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით ორმხრივი მექანიზმის ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმის ფარგლებში იდენტიფიცირებულია 163 პირი. 

306

დღის ამბები