კვირა 24, მარტი 2019

რა კავშირი აქვს ქართულ წარწერებს ახალ ზელანდიაში მომხდარ ტექრაქტთან?

15, მარტი 2019 21:10:00

რამდენიმე უცხოური გამოცემა წერს, რომ ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდასხმისას გამოყენებული სავარაუდო იარაღის მჭიდებზე რამდენიმე ენაზეა გაკეთებული წარწერა, მათ შორის ქართულად - წერია "დავით სოსლანი" და "დავით აღმაშენებელი".

ამ ფაქტის გამო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ თანამშრომლობენ პარტნიორებთან. განცხადება გააკეთა საქართველოს ელჩმა ახალ ზელანდიაში. მისი თქმით ფოტოების ავთენტურობის დამადასტურებელი ინფორმაცია ქართულ მხარეს ჯერ არ აქვს.

ტერაქტისას ორ მეჩეთს დაესხნენ თავს, დაღუპული და დაშავებულია ათობით მოქალაქე. შეიარაღებული თავდასხმის გამო ამჟამად ქალაქში ყველა მეჩეთი დაკეტილია. შეწყდა სასწავლო პროცესი და დაიკეტა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. 


დღის ამბები