კვირა 24, მარტი 2019

პოლიციამ საკონდიტროს ქურდობისთვის ორი არასრულწლოვანი ამხილა

15, მარტი 2019 16:25:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში სამი ქურდობის ფაქტი გახსნა, რომელში არასრულწლოვანები ფიგურირებენ. 

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლისა და 17 წლის მოზარდებმა 13 მარტს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილსა და წერეთლის ქუჩაზე მდებარე საკონდიტრო და სასურსათო მაღაზიებში უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც ფული და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი მოიპარეს. ორივე არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

1284

დღის ამბები