კვირა 24, მარტი 2019

საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება

14, მარტი 2019 21:14:00

8 ადამიანი ელოდება ამჟამად თანხის შეგროვებას, იმისთვის რომ მძიმე დაავადების სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავროს - ეს მხოლოდ ფონდი „იალქანის“ მონაცემია. ამ ადამიანებს სახელმწიფო, სპეციალური პროგრამის ფარგლებში უკვე დაეხმარა, თუმცა თანხა არაა საკმარისი. ასე ხშირად ხდება, რადგან საუბარია ისეთ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც საქართველოში არ გვაქვს, საზღვარგარეთ კი ძვირადღირებულია.

ვის დაეხმარება ფინანსურად სახელმწიფო ამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ექსპერტთა ჯგუფი წყვეტს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის ხარჯი სრულად არ ფინანსდება.

ამ პრობლემების ძირითადი მიზეზი კი საქართველოში არსებული ჯანდაცვის სისტემა და სერვისების ნაკლებობაა.

ცნობისთვის, პაციენტები კლინიკებს საზღვარგარეთ მაშინაც მიმართავენ, როდესაც მსგავსი ოპერაციის ჩატარება საქართველოშიცაა შესაძლებელი, მაგრამ მედიკოსების კვალიფიკაციაში ეპარებათ ეჭვი. ასეთ დროს კი მოქალაქეს სახელმწიფო ფინანსურად თითქმის არასდროს ეხმარება.


დღის ამბები