კვირა 24, მარტი 2019

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს 47 გვერდი დაეთმო

14, მარტი 2019 21:08:00

საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მესამე სექტორზე თავდასხმის გამო აკრიტიკებს, ხელისუფლება კი ამას ისევ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით ერთი შინაარსის განცხადებებით პასუხობს - ფიქრობენ, რომ კრიტიკული ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციების დამსახურებაა.

ორგანიზაციები კი მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებენ დასახოს გეგმა და იფიქროს იმაზე თუ როგორ გამოასწოროს პრობლემური საკითხები. 47-გვერდიან დოკუმენტში ნახსენებია კორუფცია,  კლანი, დაძაბულობა, ზეწოლა,  არჩევნები, უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული.

მოკლედ დოკუმენტში საქართველოს შესახებ ბევრი საკითხია კრიტიკულად შეფასებული, მათ შორის საუბარია მაჩალიკაშვილი-სარალიძის, აფგან მუხთარლის და არჩილ ტატუნაშვილის საქმეებზე. ანგარიში მოიცავს პოზიტიურ მიმართულებებსაც, მათ შორისაა შსს-ს მიერ გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი. 


დღის ამბები