კვირა 24, მარტი 2019

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა

14, მარტი 2019 18:10:00

ირაკლი კვარაცხელიას საქმე  იყო დღეს დღის ერთ-ერთი მთავარი თემა. სუიციდი- თვითმკვლელობამდე მიყვანა თუ ფიზიკური ძალადობა - როგორიც არ უნდა იყოს ექსპერტიზის პასუხი ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. გალის რაიონში საეჭვო ვითარებაში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ სენაკში იმ სახლში გადაასვენეს, სადაც წლების წინ ცხოვრობდა.

გარდაცვლილის ახლობლებს არ სჯერათ დეფაქტო რეჟიმის მიერ გავრცელებული ვერსიის, თითქოს ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. დამოუკიდებელი ექსპერტის თქმით, გარდაცვლილს ყელის არეში ნაჭდეურები და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, თუმცა უცნობია დაზიანებები მიყენებულია გარდაცვალებამდე თუ მას შემდეგ.  ლაბორატორიული კვლევის შედეგები  2 კვირაში გახდება ცნობილი, პროცესში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გარდა დამოუკიდებელი ექსპერტებიც არიან ჩართულები. 


დღის ამბები