კვირა 24, მარტი 2019

მემედ აბაშიძის ქუჩაზე ნაძვების ნაცვლად, სავარაუდოდ საკურას დარგავენ

14, მარტი 2019 17:20:00

მემედ აბაშიძის ქუჩაზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ, ნაძვები ფესვებიანად ამოიღეს. ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საკურას, ირმის რქას ან ტყემალს დარგავენ. გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებენ. დავით დიასამიძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, სად გადარგავენ ნაძვებს.

''ერთი ნაძვი ნახევრად დაავადებულია, გადაბელვაა საჭირო. ჯერ სანერგე მეურნეობაში გადავრგავთ,  ერთ კვირიან რეაბილიტაციას გაივლის, შემდეგ კი სხვა შესაბამის ლოკაციას შევურჩევთ, სადაც წიწვოვანი ხეები იქნება დარგული. რაც შეეხება მემედ აბაშიძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთს, მოვიფიქრებთ რა მოუხდება. მე რომ მკითხოს ადამიანმა ყველა ხე ულამაზესია, ვინაიდან ის ცოცხალია. ესთეტიური სილამაზიდან გამომდინარე კი ეს საკამათო საკითხია. ვცდილობ, რომ ყველანაირად ესთეტიურად დავალაგო ქალაქი, რაც გამოგვდის გამოგვდის, რაც არა გამოვასწორებთ. ჩემი პირადი მოსაზრებით არ ჯდებოდა იმ ჩარჩოებში, რომელიც მემედ აბაშიძის გამზირს ეკუთვნის. ყოველდღიურად იცვლება რაღაცეები, ნერგები გადაგვაქვს, რომ ნორმალური შედეგი მივიღოთ'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ''გამწვანების სამსახურის'' უფროსმა დავით დიასამიძემ. 

გამწვანების სამსახურის თანამშრომლები ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობენ. 

მემედ აბაშიძის ქუჩაზე ნაძვის ხეები 2006 წელს დარგეს. 

4901

დღის ამბები