სამშაბათი 26, მარტი 2019

სტიქიური უბედურებების პრევენციაზე 70 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება

19, თებერვალი 2019 12:00:00

საქართველოს მთავრობა 7 წლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომელითაც ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია უნდა მოხდეს. 70 მილიონი ამერიკული დოლარი კლიმატის ცვლილებისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების ანალიზსა და ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემები შექმნაზე უნდა დაიხარჯოს.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზთან 1 700 000 ადამიანი ცხოვრობს, ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემების ამუშავება კი, საშუალებას მისცემს სახელმწიფოს  მოქალაქეები მოსალოდნელი კატასტროფებისაგან დაიცვას. 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილებისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების მიმართ ეროვნული მიდგომები იცვლება.

ექსპერტების ფიქრობენ, რომ თუ საქართველო კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ზომებს დროულად არ გაატარებს, მომავალი ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის ზარალი 12 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება. მათი შეფასებით, სწორი პრევენციული ქმედებები ზარალს 90 პროცენტით შეამცირებს.

482

დღის ამბები