კვირა 24, მარტი 2019

აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის სიმაღლე ნახევარ მეტრს აღწევს

19, თებერვალი 2019 10:52:00

მაღალმთიან აჭარაში მოთოვა. თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში ნახევარ მეტრს მიაღწია. ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით,  ადმინისტრაციულ ერთეულებში მისასვლელი გზა გაწმენდილია. მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდა, შეფერხებები არ არის ენერგო მომარაგებაშიც. სოფელ ღურტასა და დიოკნისეს საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი, აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო შეწყდა. შეუფერხებლად მუშაობს 50-ვე საჯარო სკოლა.


დღის ამბები