კვირა 24, მარტი 2019

ხდება თუ არა შავი ზღვის ხელოვნური კვება ინერტული მასალით 

18, თებერვალი 2019 21:17:00

2014 წლის შემდეგ აღარ შეაქვს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელოვნური ნატანი ბათუმის აკვადორიაში, ზღვის ბუნებრივი კვება კი ფაქტობრივად აღარ ხდება. იგივე ვითარება იყო ქობულეთშიც, სადაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ  სანაპიროს შენარჩუნებისთვის ნაბიჯი ბოლოს 2017-2018 წლებში გადაიდგა.

რაც შეეხება „ბუნებრივი კვების“ დეფიციტს - სპეციალისტები ამბობენ, რომ ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოება, რაც ხელს უშლის ნაშალი ნატანის ზღვაში ჩასვლას ეს ინერტული მასალის მოპოვებაა მდინარეებზე - ამ კონტექსტში კი აცხადებენ, რომ კაშხლები და ჰესებია მთავარი ფაქტორები, რადგან მდინარეებიდან ძირითადად ინერტული მასალა სწორედ მშენებლობის დროს ამოიღეს. შესაბამისად გეოლოგების შეფასებით, ნაპირის გამაგრებაზეც ამ კომპანიებმა უნდა იზრუნონ. 


დღის ამბები