კვირა 24, მარტი 2019

ხულოს სამედიცინო ცენტრის მედიკოსები საარსებო მინიმუმის ზღვარს მიღმა ანაზღაურებით 

18, თებერვალი 2019 21:03:00

ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, ხულოში არსებული სამედიცინო ცენტრის 22 თანამშრომელი - ექთნებმა წერილობით ბოლოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართეს, მანამდე კი მიმართვა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის სახელზე გააგზავნეს. საქმე ეხება საარსებო მინიმუმზე დაბალ ანაზღაურებას, ამას კი ისიც ემატება რომ 22 თანამშრომელი ვერ იღებს მთის კანონით გათვალისწინებულ შეღავათს, ანუ გაორმაგებულ ანაზღაურებას - მიზეზად კი ერთი გარემოება სახელდება - კლინიკა კერძოა.

საპასუხო წერილებში თანამდებობის პირები მედიკოსებს „სამედიცინო კორპორაცია ევექსთან“ შუამდგომლობას ჰპირდებიან, თუმცა პროცესი დროში გაჭიანურდა და ამ დრომდე შედეგი არ მოჰყოლია.


დღის ამბები