კვირა 24, მარტი 2019

მძღოლების სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა

18, თებერვალი 2019 18:38:00

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტის კენჭის ყრა გადადო. მიზეზი უმრავლესობის განცხადებით, კონსულტაციებია, რომელთა გამართვას კოლეგებთან აპირებენ. ახალი ინიციატივის ავტორი მთავრობაა. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ახალი კანონპროექტი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევებს შეამცირებს.

ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა მოსახლეობას დამატებით ფინანსურ წნეხად დააწვება. მთავრობის ამ ინიციატივაში ფინანსურ რისკებს ხედავენ მძღოლების ნაწილიც. ცნობისთვის, კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც არის წლიური და განისაზღვრება ავტოსასატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით. სავალდებულო დაზღვევა საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტომფლობელზე გავრცელდება.


დღის ამბები