კვირა 24, მარტი 2019

“აჭარაბეთის“ ყოფილი თანამშრომლები კომპანიისგან 2 თვის კომპენსაციას მოითხოვენ

18, თებერვალი 2019 18:15:00

აქცია კაზინოსთან. “აჭარაბეთის“ ყოფილი თანამშრომლები კომპანიისგან 2 თვის კომპენსაციას მოითხოვენ. აცხადებენ, რომ დაპირების მიუხედავად  ფინანსური დავალიანება სრულად არ მიუღიათ. მათი თქმით, ერთი თვის წინ მხოლოდ თანხის მეოთხედი ჩაერიცხათ. აქციის მონაწილეები ყოფილი დამსაქმებლის წინააღმდეგ სასამართლოში დავასაც არ გამორიცხავენ. კაზინოში გვითხრეს, რომ იქ კომპანიის წარმომადგენლები არ იმყოფებიან.

მათთან ტელეფონით დაკავშირება ვერ შევძელით, ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. კაზინოს ყოფილმა დირექტორმა კი გვითხრა, რომ სამი თვეა აჭარაბეთში აღარ მუშაობს და მისი ინფორმაციით კომპენსაცია ეტაპობრივად გაიცემა.დამატებით ინფორმაციას „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან ველოდებით.


დღის ამბები