სამშაბათი 26, მარტი 2019

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების ამოქმედებიდან ორი თვეში ბაზარზე გაყიდვებს პრობლემები შეიქმნა

17, თებერვალი 2019 19:00:00

საფინანსო სექტორს პირველი იანვრიდან ახალი რეგულაციები დაუწესდა. ყველა ბანკისთვის სავალდებულო გახდა სესხის აღების მსურველის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება და მათი შემოსავლების დადასტურება.

ბანკი სესხს არც იმ შემთხვევაში მოგცემთ, თუ თანამსესხებელი თქვენი ოჯახის წევრი არ არის. შეიცვალა სესხის აღების ვადებიც. იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხზე - 10, სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში - 6, სხვა დანარჩენი სესხებისთვის კი მაქსიმალურ ვადად - 4 წელია განსაზღვრული.

ახალი რეგულაციების მიხედვით, შეიცვალა სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები. ათასლარიანი შემოსავლის მქონე ადამიანი მხოლოდ იმ ოდენობის სესხს აიღებს, რომლის დაფარვისთვისაც თვეში მაქსიმუმ 200 ლარი უნდა გადაიხადოს. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების ამოქმედებიდან ორი თვეც არ არის გასული, თუმცა ბაზარზე გაყიდვებს პრობლემები უკვე შეექმნა. რას ამბობენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და როგორია სახელმწიფოს პოზიცია -ფირუზ ბოლქვაძე და სულიკო დოლიძე არკვევდნენ.


დღის ამბები