კვირა 24, მარტი 2019

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტი სავარაუდოდ გაზაფხულზე დამტკიცდება

16, თებერვალი 2019 15:00:00

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტი სავარაუდოდ გაზაფხულზე დამტკიცდება. მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა და არასამთავრობო სექტორთან ერთად ამზადებს. როგორც რეგიონული განვითარების მინისტრი აცხადებს, ამ ეტაპზე რეგიონებში საჯარო განხილვებისას დაფიქსირებული შენიშვნები მუშავდება.

სტრატეგია სამ მიმართულებას მოიცავს და მისი მიზანი ცენტრალური დონიდან კომპეტენციების ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადაცემაა, ასევე ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების ფინანსურ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობის გაზრდას. სტრატეგიის ნაწილია, თვითმმართველობებში დასაქმებულთა კვალიფიკაციის გაზრდა, ელექტრონული სერვისებისა და ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის სტანდარტის დანერგვა.  

420

დღის ამბები