სამშაბათი 26, მარტი 2019

დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვართან არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

15, თებერვალი 2019 21:04:00

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვართან არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  შესაბამის განკარგულებას ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოაწერა ხელი. მანამდე მედია იუწყებოდა, რომ  დონალდ ტრამპი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის  გამოცხადების მეშვეობით  სამხრეთ საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 8 მილიარდი დოლარის მოძიებას აპირებდა. 

ტრამპი კონგრესისგან კედლის მშენებლობისთვის 5 მილიარდ 700 მილიონ დოლარს მოითხოვდა, მაგრამ უარი მიიღო, რის გამოც ქვეყანაში ხანგრძლივობის მიხედვით რეკორდული შათდაუნი მოხდა.


დღის ამბები