კვირა 17, თებერვალი 2019

ქედაში მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას ითხოვენ 

12, თებერვალი 2019 21:00:00

მიკროავტობუსებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ ქედაში. მგზავრები გრაფიკსა და გაუმართავ ტრანსპორტზე ამახვილებენ ყურადღებას. ამბობენ, რომ ხშირად ფეხზე დგომით უხდებათ დიდ მანძილზე გადაადგილება, რაც გარდა დისკომფორტისა საფრთხის რისკებსაც ზრდის.  

ქედაში ამ საკითხზე პასუხისმგებელი ავტოსატრანსპორტო საწარმოა. საწარმოში ირწმუნებიან, რომ ფაქტების აღმოსაფხვრელად მუშაობენ და მძღოლებს აფრთხილებენ. ცნობილი გახდა, რომ უწყება უკვე სთხოვს მძღოლებს ჯანმრთელობის დამადასტურებელ დოკუმენტსაც.


დღის ამბები