ორშაბათი 22, აპრილი 2019

შუახევის 2017 წლის აუდიტის დასკვნა:  283 178 ლარი არაეფექტიანად განიკარგა

12, თებერვალი 2019 21:03:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახური განაგრძობს მუნიციპალიტეტების შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის გამოქვეყნებას. ამჯერად შუახევის მუნიციპალიტეტს დაუდგინდა 2017 წელს განხორციელებულ შესყიდვებში ხარვეზები და ნაკლოვანებები. პირველი, რასაც აუდიტი ხაზგასმით აღნიშნავს, ეს კონკურენციას ეხება - დოკუმენტში წერია, რომ პასუხისმგებლების მიერ მოქმედი რეგულაციების გაუთვალისწინებლობამ გამოიწვია კონკურენციის შეზღუდვა და პრეტენდენტების უკონკურენტო გარემოში გამარჯვება.

აუდიტი მიუთითებს სახელმწიფო ხარჯების არარაციონალურ ხარჯვაზეც. ასევე, საუბარია არაეფექტიან კონტროლზე და არასრულყოფილ გადაწყვეტილებებზე. გამოვლენილია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და დროში გაწელილი  პროცესი. დოკუმენტში საუბარია ისეთ მაგალითებზეც როგორიცაა მაგალითად მერიის მიერ 6-ის ნაცვლად 30 ოჯახზე გათვლილი წყლის სისტემის მოწყობა, რაც რეალურად არ იყო საჭირო, ასევე არ იყო საჭირო იმ რაოდენობის თანხის დახარჯვა ეკლესიის გალავნისთვის, რაც დახარჯეს.


დღის ამბები