ორშაბათი 22, აპრილი 2019

იანვარში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა

12, თებერვალი 2019 18:00:00

გასულ თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 164.5 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 მილიონით მეტია. იანვარში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 6 პროცენტით გაიზარდა იგივე პერიოდთან შედარებით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მატებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ვიზიტების წილის ზრდა და საერთაშორისო ტურიზმიდან მეტი შემოსავლის მიღება. ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით: 2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 3,2 მილიარდი დოლარია, რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

419

დღის ამბები