ორშაბათი 22, აპრილი 2019

ბათუმის მერია სამშენებლო კომპანიებს აფრთხილებს 

12, თებერვალი 2019 18:00:00

მერიის ზედამხედველობის  სამსახური სამშენებლო კომპანიებს აფრთხილებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.   თვითმმართველობის ინფორმაციით უსაფრთხოების ნორმები 79 კომპანიის შემთხვევაში დარღვეულია  და ისინი  მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებენ.  

მათ გაფრთხილებების აქტი  უკვე დაეგზავნათ და დარღვევების გამოსწორებისთვის ერთთვიანი ვადა მიეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში  ისინი  დაჯარიმდებიან ან ხარვეზების გამოსწორებამდე  აეკრძალებათ სამშენებლო სამუშაოების შესრულება


დღის ამბები