კვირა 17, თებერვალი 2019

2018 წელს აჭარიდან ექსპორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი გავიდა

12, თებერვალი 2019 17:10:00

 ციტრუსის სეზონი შეაჯამეს  და მომავალ სეზონზე განსახორციელებელ სამუშაოებზე  ისაუბრეს დღეს სავაჭრო სამრეწველო პალატაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ექსპორტიორები, ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ.  

2018  წელს  აჭარიდან ექსპორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი გავიდა. ექსპორტიორებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მთავარ გამოწვევად მოსავლის ხარისხი რჩება, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობას ურჩევენ სამინისტროს როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, ასევე ექსპორტიორები.

არდა ამისა საუბარი შეეხო  გადამამუშავებელი საწარმოებისა და ექსპორტიორებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების აუცილებლობასაც.


დღის ამბები