ორშაბათი 22, აპრილი 2019

მარკოზ აჭარელის ქუჩის მოსახლეობა დაზიანებული გარე განათების მოწესრიგებას ითხოვს

12, თებერვალი 2019 11:00:00

მარკოზ აჭარელის ქუჩის მოსახლეობა დაზიანებული გარე განათების სისტემაზე   საუბრობს. ამბობენ, რომ არაერთი მოთხოვნისა და მიმართვის  მიუხედავად პრობლემა არ მოგვარდა. მოსახლეობის თქმით, ღამით გადაადგილება საფრთხის შემცველია, ამასთან ამორტიზებულია სავალი გზაც.

 კეთილმოწყობის სამსახურში „მთავართან“ განმარტეს, რომ მარკოზ აჭარელის ქუჩაზე გარე განათების პრობლემის შესახებ შეტყობინება 4 დღის წინ მიიღეს და პრობლემა მოგვარებულია, თუმცა მოგვიანებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაამოწმა რამდენად გამართული იყო აღნიშნულ მისამართზე განათების სისტემა და აღმოჩნდა, რომ სულხან ევგენიძემ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.  

548

დღის ამბები