ორშაბათი 22, აპრილი 2019

პროკურატურამ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

12, თებერვალი 2019 11:00:00

გენერალურმა  პროკურატურამ  ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მის სკოლაში ჩატარებული ინსპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული წერილის საფუძველზე ჩატარდა.

კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, ჩატარებულ ინსპექციას, რაც, მისი თქმით, კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

565

დღის ამბები