კვირა 17, თებერვალი 2019

მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მოსახლეობას ანგარიში ჩააბარეს 

11, თებერვალი 2019 21:20:00

მუშაობის 1 წელი შეაჯამა ქედის მერმა. ლევან გორგილაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად  პირველი მაისის, მახუნცეთისა და დოლოგნის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა და შესრულებული სამუშაოს შესახებ  წარუდგინა ანგარიში. მერი ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად სოციალური სახლის მშენებლობას და გაზიფიციეების პროექტს ასახელებს.

მოსახლეობა კი ამ ეტაპზე აქცენტს წყლის გაუმართავ სისტემასა და მოუწესრიგებელ გზებზე აკეთებს. საკითხების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა მერი მოქალაქეებს. იგი მოსახლეობას ხვალ მერისისა და ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვდება. ბოლოს კი  მედიას და საკრებულოს დეპუტატებს წარუდგენს ანგარიშს.


დღის ამბები