კვირა 17, თებერვალი 2019

საკვები პროდუქტების ვარგისიანობის დარღვევების ფაქტები - აჭარაში გამოვლენილი ბიზნესოპერატორები

11, თებერვალი 2019 21:49:00

2018 წლის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. დარღვევები აღმოაჩინეს კონკრეტული მწარმოებელი კომპანიების პროდუქტში, მათ შორის აჭარაში. მიკრობიოლოგიური დარღვევა აღმოჩნდა „მარშეს“ პილმენში, რაც ბათუმში „გუდვილის“ მაღაზიაში იყიდებოდა.

დარღვევა აღმოაჩინეს, ასევე პილმენში, შპს „ეიჩდი ფუდის“ წარმოებულ პროდუქციაში აღებული სინჯიდან; კიდევ ერთი ფაქტი კი „ნაზილბეს“ მაღაზიაში შპს „კულინარის“ წარმოებულ პროდუქტში დაფიქსირდა. მიმოხილვაში საუბარია ნესვში აღმოჩენილ ნიტრატების მომატებულ რაოდენობაზეც. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მწარმოებლების ნაწილს სურსათის გაყიდვა აუკრძალეს, მაცივრებში შენახული პროდუქტი კი გაყიდვიდან ამოიღეს.


დღის ამბები