ორშაბათი 22, აპრილი 2019

ინფორმაცია კონსტიტუციური კანონიერების შესახებ

11, თებერვალი 2019 16:28:00

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს გაუგზავნა ინფორმაცია საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ, რომელიც ვრცლად მიმოიხილავს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების სტატისტიკას და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს.

სასამართლოს 2018 წლის პრაქტიკიდან აღსანიშნავია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი, კონსტიტუციური სტანდარტები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა- ბრალდებულის, დაზარალებულის, დაცვის მხარის- უფლებების უზრუნველყოფის საკითხზე. ასევე მნიშვნელოვანი იყო მეწარმეობის თავისუფლებისა და სახელმწიფო ორგანოებში დაცულ ინფორმაციაზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური გარანტიების განმარტებები, უცხოურმა პრესამ ასევე აღნიშნა, რომ 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გაზარდა თავისი როლი საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გაუმჯობესების პროცესში.

483

დღის ამბები