კვირა 17, თებერვალი 2019

მოქალაქეების ხელბარგში ​ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები იპოვეს

12, თებერვალი 2019 14:00:00

მაკონტროლებლებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტსა და საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ვალეში“, მოქალაქეების ხელბარგში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები იპოვეს. 

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, წერია რომ მებაჟე ოფიცრებმა ისრაელისა და თურქეთის მოქალაქეების კუთვნილი ბარგი დაათვალიერეს, 18 აბი ნარკოტიკული და 11 აბი ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ფოტო: სოციალური ქსელი

899

დღის ამბები