კვირა 17, თებერვალი 2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ მოსამართლეების განმწესების ინიციატივაზე მსჯელობს

11, თებერვალი 2019 18:00:00

თბილისის  საქალაქო სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებული, გასვლითი სხდომა მომდინარეობს. სხდომას ესწრებიან სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი, უმრავლესობის 9 კაციანი ჯგუფის მიერ რეგისტრირებული ინიციატივაა, რომელიც 2025 წლამდე , პირველ და მეორე ისტანციებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას  ეხება.

  საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი მოქაუტაძის თქმით, ინიციატივა არაკონსტიტუციურია და ის კონკრეტულ პიროვნებებზეა მორგებული. მისივე მტკიცებით მოსამართლის უვადოდ გამწესება არის დამოუკიდებლობის მაღალი გარანტი, რომლის შეჩერებასაც ცდილობენ.


დღის ამბები