ოთხშაბათი 24, აპრილი 2019

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება-საკანონმდებლო ცვლილებები

11, თებერვალი 2019 11:52:00

პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სკოლის გამოსაშვები გამოცდები უნდა გაუქმდეს. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შედეგად - სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების გარეშე მოხდება.

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს გარდამავალი დებულებების სახით ემატება ნორმა, რომლის თანახმად, იმ პირების სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან გათავისუფლება ხდება, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს.

ატესტატი ასევე გაიცემა პირებზე, რომლებმაც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს, მაგრამ ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.

832

დღის ამბები