ოთხშაბათი 24, აპრილი 2019

ხანძარმა 7 ოჯახი და მოვაჭრეები დააზარალა /ფოტო/

11, თებერვალი 2019 17:27:00

ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორსართულიან სახლში მცხოვრები ოჯახები და ასევე კომერციული ფართის მეპატრონეები.

სახლის პირველ სართულზე სავაჭრო ობიექტებია განთავსებული. აქ ძირითადად ფარდებს, ლეიბებს და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს ყიდდნენ. 

ცეცხლი მაღაზიებზე არ გადასულა. მოვაჭრეების ინვენტარი ძირითადად წყალმა დაასველა, რომელიც ხანძრის ჩაქრობისას მეორე სართულიდან ჩავიდა. 

ზარალის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. 

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ისინი კომერციული ფართის მეპატრონეებს სთხოვდნენ, მაღაზიებიდან ინვენტარის გამოტანისგან, დროებით თავი შეეკავებინათ.

ცეცხლი თავდაპირველად ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა, მოგვიანებით კი ხის სახურავზე გადავიდა. დაიწვა დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი სახურავი და დაზარალდა 5 ოჯახი. 

ჭავჭავაძის ქუჩაზე ხანძარი დღეს, დაახლოებით 09:23 წუთზე გაჩნდა. ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილზე 60 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.  


დღის ამბები