სამშაბათი 26, მარტი 2019

როგორ დაეხმარებიან ხანძრით დაზარალებულებს?

06, თებერვალი 2019 11:00:00

ბერიძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს  ითვლიან. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის ოდენობა სავარუდოდ ორ დღეში გახდება ცნობილი ამის შემდეგ კი კომისია იმსჯელებს როგორ დააკმაყოფილებს დაზარალებულ მოქალაქეებს. ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა ორი სახლი, გარდა ამისა დაზარალდა 9 ოჯახი, რადგან ნაწილობრივ დაიწვა  მომიჯნავე სახლების სახურავები და ჩავიდა წყლის ჭავლი.

მერიაში განმარტავენ, რომ გუშინ ორი ოჯახი გაიყვანეს ქირით, დანარჩენს კი დღეს გაიყვანენ.

491

დღის ამბები