სამშაბათი 26, მარტი 2019

ვადა უნივერსიტეტსა და ბაღებში აცრის დამადასტურებელი ცნობის წარსადგენად

05, თებერვალი 2019 21:09:00

ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო წლების ისტორიაში - ბოლო სამ კვირაში მხოლოდ აჭარაში წითელას საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა 5000-ზე მეტმა მოქალაქემ. ამ რიცხვს ვაქცინაციამ შარშან მხოლოდ ერთ წელიწადში მიაღწია. აქტიურობენ 20-დან 40 წლამდე ადამიანები, სწორედ ისინი შედიან რისკ-ჯგუფში. რიცხვზე იმოქმედა პრემიერის განკარგულებამაც, რომელიც სასწავლებლებში სტუდენტებისა და პერსონალის აცრას ეხებოდა, ასევე სკოლის  მოსწავლეების და ბაღის აღსაზრდელების ვაქცინაციას.

ამ განკარგულებაზე შემდგომში განმარტებების გაკეთება მოუხდათ ჯანდაცვის ორგანიზაციებში, აღინიშნა, რომ განკარგულება არ მოიაზრებდა სადამსჯელო ღონისძეიბების გატარებას, და სტატუსის შეჩერების შესახებ განხილვის დაწყებაც, მხოლოდ პასუხისმგებლობის გაზრდას გულისხმობდა. გაზრდილია  მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში. აღმოჩნდა, რომ მოქალაქეები ცნობების მიღების მიზნით განმეორებით აცრასაც თანხმდებიან. ბოლო მონაცემებით აჭარაში წითელას 30 შემთხვევაა დაფიქისრებული, საქართველოს მასშტაბით კი რიცხვი 800-ს აჭარბებს.


დღის ამბები